ფეხბურთი

19:52 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: ყენიას დებიუტი, ხუბუტიას მოგება

ლევან ყენიამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა დიუსელდორფის "ფორტუნაში". ქართველი ნახევარმცველი სტუმრად "კიოლნთან" 59-ე წუთზე შევიდა მინდორზე და აქტიურიც გახლდათ. შეხვედრა 1:1 დასრულდა, "ფორტუნას" კი ორ ტურში 4 ქულა აქვს.

რუსეთის I დივიზიონში მეხუთე ტური გაიმართა და კვლავ წააგო ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილმა "სკა-ენერგიამ", რომლის რიგებში გოგიტა გოგუას არ უთამაშია, რადგან წინა შეხვედრაში გაძევეს. "სკა-ენერგიას" აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" სძლია 1:0. ქართველმა მცველმა, რომელმაც წინა ორ ტურში 2 გოლი გაიტანა, ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო. "მორდოვიას" 12 ქულა აქვს და მეორე საფეხურზეა.

ნალჩიკის 'სპარტაკმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა “სიბირთან". დავით სირაძე მხოლოდ ბოლო წუთებზე შეუშვეს მინდორზე, გუჯა რუხაიას კი არ უთამაშია. ნალჩიკელები მე-12 ადგილზე არიან.


0.12227