ნალჩიკის “სპარტაკმა” ამხანაგურ მატჩში 3:2 აჯობა ჩერნიგოვის “დესნას” და ორი გოლი დავით სირაძემ გაიტანა. ქართველმა შემტევმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, 20 წუთში კი 2:0 გახადა ანგარიში. სირაძე, ნახევარმცველი გუჯა რუხაია და მცველი გიორგი ჯიქიაც სასტარტოში იყვნენ და მეორე ტაიმში შეცვალეს.
სამარის “კრილიამ” ბელარუსის “ნემანს” 3:0 სძლია, ალეკო ამისულაშვილმა კი სრულად ჩაატარა მატჩი და ანგარისიც სწორედ მან გახსნა: მე-3 წუთზე დააწინაურა თავისიანები.
აქვე, ოფიციალურ მატჩებზეც: თურქეთში “ქაისერისფორმა” დერბი წააგო “ერჩიესფორთან”, თანაც, 0:4. ზურაბ ხიზანიშვილი სასტარტოში გახლდათ და შესვენებისას შეცვალეს, როცა ანგარიში 0:1 იყო. “ქაისერისფორი” ბოლო ადგილზეა და 9 ქულითაა დაშორებული “სამშვიდობო ზონიდან”. დიდი შანსია, ქაისერელები სუპერლიგას გამოეთხოვონ.
პორტუგალიაში “ჟილ ვისენტემ” შინ 1:0 სძლია “სეტუბალს” და მე-12 ადგილზეა. ავთო ებრალიძემ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.
ხორვატიაში “ჰაიდუკმა” კოპროვნიცას “სლავენს” 3:0 მოუგო, თუმცა გიორგი ილურიძეს კვლავაც არ უთამაშია – მიზეზი ტრავმაა.