საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ თბილისის გრან პრიზე დასაყენებელი შემადგენლობა დააზუსტა. ახლახან ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 29-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელსაც ერთი ძიუდოისტი გამოაკლდებოდა. უზნაძეს არჩევანი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა გაეკეთებინა რევაზ ჩიკოიძესა და გიორგი ნოზაძეს შორის. საბოლოოდ სატურნირო განაცხადში ჩიკოიძე ჩაეწერა.
რევაზ ჩიკოიძემ შარშან ნოემბერში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მიმდინარე სეზონში კი ერთი თვის წინ, ობერვარტის ევროპის ღია ტურნირზე იჭიდავა და საწყის ეტაპზევე დამარცხდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოლდოველ წევრ ივან რემარენკოსთან.
100 კილოგრამში ქართული დროშის ქვეშ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ასევე მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილიც იჭიდავებს. 19 წლის სპორტსმენის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გამოჩენამ თავისთავად დაადასტურა ბოლო დროს გავრცელებული ხმა, მისთვის საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ დაწესებული სასჯელის მოხსნის შესახებ. შეგახსენებთ, შარშან, წლის ბოლოს, ფედერაციამ თუშიშვილი ასევე ახალგაზრდული ნაკრების წევრ ლაშა ტაველურთან ერთად, გუნდის საწვრთნელ შეკრებაზე ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო დასაჯა. თუშიშვილს ერთწლიანი იძულებითი დასვენება ჰქონდა მისჯილი, ხოლო ტაველურს – 6-თვიანი.
აქვე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც:
საქართველოს ნაკრები
60კგ
ამირან პაპინაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი
გიორგი ბროლაშვილი
პაატა მერებაშვილი
66კგ
შალვა ქარდავა
ტრისტან ფეიქრიშვილი
გიორგი ქალდანი
გელა კელიხაშვილი
73კგ
ნუგზარ ტატალაშვილი
ზებედა რეხვიაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი
ფრიდონ გიგანი
81კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი
უშანგი მარგიანი
გიორგი პაპუნაშვილი
ლაშა ზურაბიანი
90კგ
ვარლამ ლიპარტელიანი
ზვიად გოგოჭური
პაატა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი
100კგ
გურამ თუშიშვილი
ალექსანდრე მსხალაძე
ნოდარ მეტრეველი
რევაზ ჩიკოიძე
+100კგ
ადამ ოქრუაშვილი
ლევან მატიაშვილი
როსტომ ხახალეიშვილი
ონისე ბუღაძე