ძიუდო

13:25 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი და ორი ოქროს შანსი

 

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში საქართველოს ნაკრების წევრები ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი იჭიდავებენ. 81 კილოგრამში კი ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება ავთანდილ ჭრიკიშვილს აშორებს. პირველ ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი ამერიკის შეერთებული შტატების წევრ ტრევის სტივენსს შეხვდება.

პოდიუმზე ასვლის შანსს ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) და უშანგი მარგიანიც (81 კგ) ინარჩუნებენ – ორივე რეპეშაჟის ფინალშია. რეხვიაშვილი ბრინჯაოსთვის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვიქტორ სკვორცოვს დაუპირისპირდება, მარგიანი – აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს.

ფინალურ ბლოკში გადასული ძიუდოისტების გარდა საქართველოს სახელით საქმეში ფრიდონ გიგანი (73 კგ), გიორგი პაპუნაშვილი და ლაშა ზურაბიანიც (ორივე 81 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ საწყის ეტაპზე დამარცხდნენ და სამივე სინჯის მედლის მოპოვების შანსიც უმალ დაკარგეს.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა შორის 63 და 70 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ ნინო მარტიაშვილმა, შორენა შარაძემ (ორივე 63 კგ) და თეა სუხიტაშვილმა (70 კგ) იჭიდავეს. მარტიაშვილი და სუხიტაშვილი ტატამზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ. შარაძემ კი ერთი ეტაპის გავლა შეძლო და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 17 საათიდან დაიწყება.

0.108738