ფეხბურთი

13:37 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ქართული” დერბი ლიტვაში

ლიტვის A ლიგის 29-ე ტურში, ტაურაგეში “ქართული” დერბი გაიმართა. გათამაშების აუტსაიდერმა “ტაურასმა” გარგჟდაის “ბანგასთან” 1:2 წააგო.

მასპინძლებში ირაკლი თვალავაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო გიორგი ჩარგაზია, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, შესვენების შემდეგ შეცვალეს. მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ბანგაში” ვაჟა ბედოიძე სრულად გაისარჯა, ირაკლი ღერკენაშვილს კი, თამაშის საშუალება 89-ე წუთიდან ბისცეს. ბექა კობიაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი გარგჟდაელთა 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. “ბანგას” 30 ქულა აქვს და 9-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. “ტაურასი” 5 ქულით ბოლოა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 28-ე ტურში, “პაიდე”, სადაც თენგიზ ეთერია ირჯება, სტუმრად “კალიუსთან” 0:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “პაიდეს” 37 ქულა აქვს და 10-გუნდიან პირველობაზე მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

0.130771