სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

11:12 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დაპირისპირება რუმინეთში

რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს ქართველი ხელბურთელების კლუბები შეხვდნენ.

“სტიინტა ბაკაუმ” დაამარცხა “პოლიტექნიკა” ტიმიშოარა - 23:20. “ბაკაუს” კარში შოთა თევზაძე იდგა, ხოლო ვლადიმერ რუსიამ 2 გოლი გაიტანა, ისევე როგორც ტიმიშოარას მოთამაშემ, ირაკლი ჩიქოვანმა.

პირველი ტაიმი 12:12 მორჩა, შემდეგ “ბაკაუ” 17:12 დაწინაურდა და ბოლოსკენ 23:17 იგებდა. რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ორივე გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში, პირველ ტაიმში თავი განსაკუთრებით გამოიჩინა “პოლიტექნიკას” მეკარემ ვალჩეანუმ, ხოლო მეორეში რუმინელები უკვე “ბაკაუს” მეკარეს, თევზაძეს გამოყოფენ.

რუმინეთის ჩემპიონატს 20 ქულით ლიდერობს “პოტაისა ტერდა.” 17-17 ქულა აქვთ და ორშაბათს ერთმანეთში თამაშობენ “კონსტანცა” და ბუქარესტის “დინამო” (რუმინეთში მოგებაზე 3 ქულაა, ფრეზე - 1). “სტიინტა ბაკაუ” 16 ქულით მეოთხე ადგილზეა (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება), “ტიმიშოარა” 12 ქულით (4 მოგება) 6-7 ადგილებს იყოფს ოდორეისთან.

მეცხრე ტურში “ბაკაუ” შინ მიიღებს “კონსტანცას,” “ტიმიშოარა” უმასპინძლებს “ოდორეის.”

ხელბურთი, რუმინეთის ჩემპიონატი, მერვე ტური 

 სტიინტა ბაკაუ - პოლი ტიმიშოარა 23:20

ბაკაუ: გრიგორაში, თევზაძე - პაუნიკა 5, ბონდარი 4, გიტა 3, და სილვა 3, იოჰანსონი 2, რუსია 2, დოსპინესკუ 2, ჩელესტინი 1, ფენიჩი 1

 პოლი:  ვალჩეანუ - ტიმოფტე 5, სანტეიუ 3, მრაკიჩი 2, ჩიქოვანი 2, დანინფელდი 2, ურსუ 2, პეტკოვიჩი 2, ალკა 2

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.129673