ჭიდაობა

14:56 | 15.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჭიდაობის ფედერაციას თემურ გიორგაძე უხელმძღვანელებს

ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას თემურ გიორგაძე უხელმძღვანელებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ ფედერაციის საგანგებო ყრილობაზე დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იყო შეტანილი - საპრეზიდენტო არჩევნები.
აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. კანდიდატურა კი, მხოლოდ თემურ გიორგაძემ წამოაყენა. რიგგარეშე ყრილობაზე 85 დელეგატიდან 79 შეიკრიბა და გიორგაძის გაპრეზიდენტებას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
 

ოთარ მაღლაკელიძე

0.11958