ჭიდაობა

18:33 | 18.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჭიდაობა რამაზ ხატიაშვილს ჩააბარეს

ქართული ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ოთხშაბათს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჩატარებულ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე, დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და რამაზ ხატიაშვილმა დელეგატთა სრული ნდობა დაიმსახურა.

ფედერაციის აწ უყვე ყოფილმა პრეზიდენტმა თემურ გიორგაძემ თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გიორგაძე ქართული ჭიდაობის გარდა სამბოს ფედერაციასაც ედგა სათავეში და ახლახან იქაც რიგგარეშე ყრილობის ჩატარება გახდა საჭირო.
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
0.119394