ჭიდაობა

13:46 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჭიდაობა ახალ ტალანტებს ავლენს

ქართულ ჭიდაობაში  მოზარდთა შორის საქართველოს ჩემპიონატს ზესტაფონმა უმასპინძლა. მარგველთა სპორტის სასახლის ხალიჩა უმრწმესს, 2000/01–წლებში დაბადებულ მოჭიდავეებს დაეთმოთ. ქართული ჭიდაობის მესვეურთა და სპეციალისტთა თვალთახედვის არეში  რამდენიმე  იმედისმომცემი სპორტსმენი მოექცა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მძიმე (66+) წონაში ლევან ჭელიძის ასპარეზობა. თბილისელმა მოჭიდავემ ყველა მეტოქე ეფექტური გდებით, ვადამდე დაამარცხა და კარიერაში პირველი მნიშვნელოვანი ტიტულიც მოიპოვა. ხარისხიანი  ჭიდაობით ქომაგი 60 კგ. წონაში ქარელელმა ოთარ პირველმა მოხიბლა, ვინაც ჭელიძის მსგავსად საქართველოს ჩემპიონი გახდა. არაოფიციალურ, თუმცა პრესტიჟულ საერთო ჩათვლაში             

რეგიონთა შორის ქართული ჭიდაობის მექას–შიდა ქართლს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერავინ უწია, ქალაქებს შორის კი 3 ოქროს მედლით ქარელმა დამაჯერებლად  იპირველა.  ქართული ჭიდაობის თავკაცობამ ჩემპიონ–პრიზიორებს მედლებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც გადასცა.

 

ზესტაფონის სპორტის სასახლე. ქართული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი მოზარდებს (2000/01 წლებში დაბადებულ) შორის

       35 კგ

1)   დავით ბახბახიშვილი /კახეთი/

2)   ლევან სარდალაშვილი /ქვემო ქართლი/

3)   გარი ზარნაძე /იმერეთი/

      40 კგ

   1) ილია ბითარაშვილი /კახეთი/

    2) გიორგი წამალაიძე /თბილისი/

    3) დიმიტრი ხუციშვილი /იმერეთი/

     45 კგ

1)   ლაშა ბექაური /კახეთი/

2)   ერეკლე ოძელაშვილი / თბილისი/

3)   გიორგი კაპანაძე /თბილისი/

 

  50 კგ

1)   ვალერი არხოზაშვილი / შიდა ქართლი/

2)   გიორგი შერაზადაშვილი /თბილისი/

3)   მიხელ ომიაძე /იმერეთი/

 

     55 კგ

1)   ვლადიმერ ახალკაცი /შიდა ქართლი/

2)   ნიკა ხარაზიშვილი /შიდა ქართლი/

3)   გიორგი წიკლაური კახეთი/

60 კგ

1)   ოთარ პირველი /შიდა ქართლი/

2)   მიხელ ბახბახაშვილი /კახეთი/

3)   ალეკო ხუბულური /შიდა ქართლი/

66 კგ

1)   გიორგი შათირიშვილი /შიდა ქართლი/

2)   შალვა სულამანიძე /იმერეთი/

3)   გიორგი გოგოლაძე /იმერეთი/

       66+ /მძიმე/

1)   ლევან ჭელიძე /თბილისი/

2)   ალექსი სვიანაძე /იმერეთი/

3)   გიორგი მოდებაძე /იმერეთი/

 

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.185148