ჭიდაობა

14:46 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ-რუსული დაპირისპირება პეტრიაშვილმა მოიგო, ხუციშვილმა - ვერა

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედგაჯი ნურასულოვი ორ პერიოდში – 3:2 7:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ხუციშვილმა კი ასევე რუსეთის ნაკრების წარმომადგენელთან, ანიუარ გედუევთან წააგო (0:1 0:7) წააგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დაკარგა.

ფინალში გასასვლელად პეტრიაშვილი უკრაინის სახელით მოჭიდავე ალენ ზასიევს დაუპირისპირდება. ხუციშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ გედუევი ფინალში გავა.

0.148858