ჭიდაობა

10:54 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ კვარტეტს ზარქუა გამოაკლდა

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ბექა ლომთაძემ (61 კგ), ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრები მოიგეს. მალხაზ ზარქუამ კი ძირითად ბადეში გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულა.

ლომთაძემ თურქმენ რამილ რეჯეპოვს წუთნახევარში 10 ქულა აუღო ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს. ყველაშვილმა თურქ სონერ დემიტრაშს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 4:3. ოდიკაძემ მექსიკელ იესი რუიზ ფლორესს სძლია - 10:0. ზარქუა კი მოლდოველ მიხაილ სავასთან დამარცხდა – 2:6.

0.118411