თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ქალთა გრან-პრის გათამაშების პირველმა ეტაპმა რაპიდში.
5 ტურის შემდეგ 4-4 ქულით საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სოფო გურამიშვილი ლიდერობენ.
23 აპრილს 4 ტურის პარტიები ჩატარდება და გამარჯვებულიც გამოვლინდება, რომელიც საპრიზო 1000 ლარიდან 500-ს მიიღებს.