თამაშგარე

11:27 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ-ფრანგულ-უკრაინული მშვენიერება

სანამ უცხოელ სპორტსმენებზე და მათ სატრფოებზე თუ მეუღლეებზე ვწერთ, ამ დროს ხშირად ჩვენებური, ქართული ამბები გამოგვრჩება ხოლმე. მაგალითად, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ფრანგი ფრენბურთელი ვიქტორია რავა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი.

რავა არა მხოლოდ წარმატებული სპორტსმენია, არამედ მშვენიერი გარეგნობითაც გამოირჩევა, არაერთხელ დაუსახელებიათ საფრანგეთის ულამაზეს სპორტსმენთა შორის და მისი გულახდილი ფოტოებიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ლამაზი სპორტსმენი ქალების მოყვარულთა შორის.

ვიქტორია 1975 წლის 31 ოქტომბერს არის დაბადებული თბილისში. მისი გვარი უკრაინულია, თუმცა რავა თბილისშია გაზრდილი, ქართულად, და ამჟამადაც ქართულ გარემოში ცხოვრობს - მისი ქმარი ასევე ქართველი ამირან ჯიოშვილია.

0.154068