დუშეთობის დღესასწაულზე ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე მოწყობილ საჭიდაო არენაზე გამართულ საქართველოს გუნდურ ჩემპიონატზე ქართულ ჭიდაობაში თბილისის გუნდმა იმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ძიუდოისტებით დაკომპლექტებულმა თბილისელებმა ყველა მეტოქეს სძლიეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდს პირზად 5 000 ლარი ერგო.
თბილისის გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ამირან პაპინაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ლევან წიკლაური, საბა გავაშელიშვილი, ლომერ ჟორჟოლიანი და ალექსი დავითაშვილი ჭიდაობდნენ, ნახევარფინალში კახეთი 5:1 დაამარცხა, ფინალში კი ასევე 5:1 სძლია შიდა ქართლს.
ტურნირის მეორეადგილოსანს პრიზად 3000 ლარი ერგო, მე-3 ადგილზე გასულ მცხეთა-მთიანეთის გუნდს კი – 2000 ლარი.
ტურნირს ორგანიზება ქართული ჭიდაობის ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიასთან ერთად გაუწია.