ფეხბურთი

17:58 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართლელებში ბოლნისელებმა იმარჯვეს

ბოლნისელებმა ძალიან მალე გახსნეს ანგარიში და მათ საბოლოო გამარჯვებაში ამ ფაქტორმაც იმოქმედა. უკვე მე-2 წუთზე ლაშა თოთაძემ ოსტატურად დაარტყა საჯარიმო. რევიშვილი უძლური აღმოჩნდა. მასპინძელ გორელებს მალევე შეეძლოთ გათანაბრება, როცა ირაკლი მოდებაძემ თავისივე წაქცევისთვს დანიშნული პენალტი დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. ირაკლის სეზონის მე-10 გოლის გატანა შეეძლო, რითაც ბომბარდირთა დავაში კონკურენტებთან უპირატესობას კიდევ უფრო გაზრდიდა, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა. მოდებაძე შემდეგაც აქტიური იყო, მაგრამ თავის გამოჩენა მაინც ვერ მოახერხა. თავის მხრივ სტუმრებიც ქმნიდნენ მომენტებს. მაგალითად, ექს-გორელი გიორგი კახელიშვილი ორჯერ დარჩა მეკარე რევიშვილთან პირისპირ, თუმცა პირველად არაზუსტად დაარტყა, მეორედ კი მეკარემ იყოჩაღა. ბოლო წუთებში მასპინძლებმა მძლავრად შეუტიეს, აქტიურები იყვნენ დავით ბოლქვაძე, კახაბერ ალადაშვილი და გრიგოლ დოლიძე, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ დროში ისევ სტუმრებმა გაიტანეს – გიორგი განუგრავამ ახლო მანძილიდან შეაგდო.

“დილა” ცხრილში ისევ თავისსავე ადგილზე დარჩა, “სიონმა” კი გაცილებით გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:1)

9 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე, ხიზანეიშვილი (ახალკაცი 77), კობახიძე (ქვილითაია 46), ღონღაძე, ბოლქვაძე, აბურჯანია (გორელიშვილი 67), მაისურაძე, მოდებაძე, დოლიძე

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, სვანიძე, ქემოკლიძე, თოთაძე, აბრამიძე, განუგრავა, პარუნაშვილი (ჩივაძე 65), კახელიშვილი (აფციაური 81), გოგობერიშვილი, ბიბილეიშვილი (ზვიად ლობჟანიძე 58)

მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული

გოლები: 0:1 თოთაძე (2), 0:2 განუგრავა (91)

მე-18 წუთზე მოდებაძემ პენალტი ვერ გამოიყენა

გაფრთხილება: რევიშვილი (45); თოთაძე (37), განუგრავა (50), კახელიშვილი (56), აბრამიძე (83)

მსაჯი: ლ. სილაგავა

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 თეიმურაზ ჭყონია (89) 

 

მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 რევაზ გეწაძე (47), 2:0 გიორგი ბერიაშვილი (55), 2:1 მამია გავაშელიშვილი (77)

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი

10 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი პაჭკორია (“ზუგდიდი”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ლ. ვარამიშვილი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 3:1

 

გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

10 ნოემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გურამ ადამაძე, გურამ მჭედლიშვილი (ორივე “ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი)

10 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: თევდორე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგოძე, ა. კრიჭაშვილი, ა. ნონიკაშვილი, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

1      დინამო                                      11              8              2               1                27:9                26                 
2 ჩიხურა                   11 7 1 3 25:19 22
3 მეტალურგი    12 6 3 3 18:16 21
4 ტორპედო 12 5 4 3 17:11 19
5 გურია 11 6 0 5 11:14 18
6 დილა 12 5 3 4 16:12 18
7 ზესტაფონი 11 4 3 4 12:8 15
8 სიონი 12 3 4 5 12:15 13
9 მერანი  12 4 0 8 12:26 12
10 ვიტ ჯორჯია 11 3 3 5 15:17 12
11 სპარტაკი  12 3 1 8 9:16 10
12 ზუგდიდი 11 1 4 6 5:16 7


მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

8 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური, გიორგი გაბედავა (ორივე - “ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.125598