ინგლისელი ფეხბურთელის, ჯერმეინ დეფოს ყოფილი მეუღლე, შარლოტა მეარესი, ინგლისელმა ჟურნალისტებმა თვის სექს-გოგოდ დაასახელეს. შარლოტას მსგავსი აღიარება ნამდვილად არ გაუკვირდებოდა, რადგან ჯერ კიდევ შარშან ზამთარში მის მიერ ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი და ჟივილ-ხივილი გამოიწვია.
არის ქალების ფართო კატეგორია, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების საფასურად თავპატიჟდაუდებლად გაიხდიან და თამამი ფოტოების გადაღებასთან ერთად, რამე რომ იყოს, არც ”სხვა რამეს” მოერიდებიან. აი, ჯერმეინ დეფოს ყოფილი ცოლი კი ცოტა უცნაური ვინმე უნდა იყოს.
შარლოტა მეარესი ყოველგვარი ანაზღაურების და მატერიალური დაინტერესების გარეშეც, მზადაა საკუთარი სხეულის საინტერესო ადგილების ხილვით დაატკბოს სხვა ადამიანები და ამას ისეთი გულდასმითა და მონდომებით აკეთებს, კაცი იფიქრებს, გახდაში ერთგვარი პოეზიაც დევსო. ვინ იცის, შეიძლება ასეცაა...