თამაშგარე

11:22 | 16.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქალებმა ნეიმარი ვერ გაიყვეს

ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელს, ნეიმარს, ახალი შეყვარებული ჰყავს. ნეიმარმა ამჯერად ბრაზილიელ მოდელს, ნიკოლე ბაისს დაადგა თვალი. თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ მომხდარა, როგორც ფეხბურთელი ისურვებდა. ნეიმარის ყოფილი საყვარელი, ამ ამბავს საშინელი აგრესიით შეხვდა.
ჯერ კიდევ შარშან, ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ბრაზილიელ მსახიობს, ფერნანდა ბაროსოს ხვდებოდა. ფერნანდამ ნეიმარისგან მიტოვება ვერ აიტანა და დღეს მთელი შემართებით ცდილობს, რომ ნეიმარს ახალ სატრფოსთან ურთიერთობაში რაიმენაირად შეუშალოს ხელი.
ფერნანდა ბაროსო ნიკოლე ბაისს თურმე თითქმის ყოველდღე ურეკავს და ხან მუქარით, ხან კი რჩევა-დარიგებით ცდილობს, ფეხბურთელთან ურთიერთობა გადააფიქრებინოს. ნიკოლე უკვე იმდენად შეაწუხა ნეიმარის ყოფილმა შეყვარებულმა, რომ საშველად პოლიციას მიმართა. თვითონ ნეიმარი კი ამბობს, რომ ნიკოლე ბაისი სრულ ჭკუაზე ვერ არის და ძალიან ნანობს, რომ ამ ქალთან ერთ დროს სიყვარული აკავშირებდა.
 

0.206933