თამაშგარე

15:28 | 30.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქალების რჩეული ბექჰემი

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად ამერიკული “ლოს ანჯელეს გელექსის” ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი გათხოვილმა ქალებმა ყველაზე სასურველ და ლამაზ მამაკაცად აღიარეს, გამოკითხვა, რომელშიც 13,5 ათასი ქალი მონაწილებდა, ჩაატარა საიტმა, რომელიც მომხმარებლებს ქორწინების გარეშე სასიყვარულო კავშირების გაბმაში დახმარებას სთავაზობს.
გამოკითხვის შედეგებით, ბექჰემმა ხმების 43,1 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე 19,5 პროცენტით გავიდა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი თიმ ტიბოუ. საინტერესოა, რომ 11 პროცენტი მიიღო პორტუგალიის ნაკრებისა და “რეალის” ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ. აუტსაიდერები აღმოჩნდნენ მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და კიმ კარდაშიანის ყოფილი ქმარი, კალათბურთელი კრის ჰემფრისი.
 

0.129008