თამაშგარე

11:37 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქალები ბუნდესლიგისათვის!

გერმანიაში მოღვაწე ფეხბურთელების ცოლებმა და გულისსწორებმა ერთობ საინტერესო ორგანიზაცია დააარსეს. ორგანიზაციის სახელწოდებაა ”ქალები ბუნდესლიგისათვის” და ამ ახალდაარსებულ მოძრაობას სათავეში შტეფან ეფენბერგის ყოფილი ცოლი იულია მილაუდი უდგას.
როგორც ორგანიზაციის დამაარსებლები ირწმუნებიან, უკვე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის ცოლმა გამოთქვა ”ქალები ბუნდესლიგისათვის”-ში გაწევრიანების სურვილი. შტეფან ეფენბერგის ყოფილ ცოლსა და მის მეგობრებს სურთ, საზოგადოებას შეახსენონ, რომ ფეხბურთელების ცოლები ჩვეულებრივი ქალები არიან და არა ფეხბურთელთა ცხოვრების ერთი უმნიშვნელო ნაწილი.
ცოტა ცნის წინ, ახალდაარსებულმა ორგანიზაციამ საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გამართა. ფეხბურთელების ცოლები ერთად დაირაზმნენ და მიუნხენის ”ბაიერნის” ერთ-ერთ საშინაო მატჩს დაესწრნენ. თამაშის შემდეგ კი, ხელი მოაწერეს გერმანიის საფეხბურთო კავშირისთვის გასაგზავნ სპეციალურ პეტიციას, სადაც თხოვნაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნდესლიგის მატჩებზე დასწრების მსურველ ქალებს შეღავათი გაუკეთონ და მათთვის ბილეთები უფრო იაფად იყიდებოდეს.

0.144103