ცენტრალურმა თავდამსხმელმა ვახტანგ ქადარიამ (20. 07. 89, 206 სმ, 100 კგ), საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე “სოხუმთან” ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მინიმუმ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ზღვისპირელთა შემადგენლობაში იასპარეზებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ქადარიამ განუცხადა.
“სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიადან” და ექს-ჩემპიონ “არმიადან” მქონდა მოწვევა, უკეთეს კონტრაქტსაც მთავაზობდნენ, მაგრამ მაინც “სოხუმში” დარჩენა ვამჯობინე, რადგან გუნდთან შეთამაშებული ვარ და სათამაშო დროც საკმაოდ მაქვს. ახალ გუნდში კი ნამდვილად არ ვიცი, როგორ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი”, - გვითხრა ქადარიამ.