“არსენალის” ახალი სპონსორი, გერმანული კომპანია “პუმა” მარიო ბალოტელის ლონდონურ კლუბში გადასვლის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის. ამ ინფორმაციას Sport Mediaset-ი ავრცელებს.
“პუმა” რომ ბალოტელის “არსენალში” გადასვლითაა დაინტერესებული, ეს აქამდეც ცნობილი იყო. ახლა კი, კონკრეტული თანხაც დასახელდა, რომლითაც კომპანია “არსენალს” ტრანსფერში დაეხმარება.
გავრცელებული ინფორმაციით, არსენ ვენგერი ბალოტელის აგენტს, მინო რაიოლას უკვე შეხვდა.
ცნობისთვის, “პუმას” ერთ-ერთი სახე სწორედ მარიო ბალოტელია. გარდა ამისა, გერმანული ფირმა იტალიის ეროვნული ნაკრების სპონსორიცაა.