ფეხბურთი

22:18 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პუმა” “არსენალს” ბალოტელის ყიდვაში დაეხმარება

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალი” “მილანის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის შეძენითაა დაინტერესებული და ლონდონელებს ტრანსფერის განხორციელებაში გერმანული კომპანია “პუმა” დაეხმარება.

“არსენალმა” და “პუმამ” სპონსორული შეთანხმება ცოტა ხნის წინათ გააფორმეს. კონტრაქტის თანახმად, ლონდონური კლუბი ყოველწლიურად დაახლოებით 37 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, გერმანული კომპანია ფულს არც იმისთვის დაიშურებს, რომ მარიო ბალოტელიმ “არსენალის” მაისურით ითამაშოს. Football Italia-ს ცნობით, “პუმას” წარმომადგენლები მზად არიან “მეთოფეებს” ტრანსფერის განხორციელებაში ფინანსური დახმარება გაუწიონ. კონკრეტულად რა თანახაზეა საუბარი, უცნობია.

0.11555