ცნობილი ბულგარელი მოკრივე კუბრატ პულევი სასურველ სასიძოთა სიიდან ამოვარდა. რა თქმა უნდა, კუბრატის თაყვანისმცემლებს ეს ფაქტი ააღელვებს, თუ იმასაც გაითვალისწინებენ, რომ კუბრატი შეყვარებულია მომღერალ ლამაზმან ანდრეაზე და უახლოეს მომავალში წყვილი ქორწილსაც გეგმავს.
მაგრამ, თაყვანისმცემელთა სასარგებლოდ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეყვარებულები ცალ-ცალკე იყვნენ – ანდრეა მარტო ისვენებდა ლაჟვარდოვან სანაპიროზე და თან “ცხელ-ცხელ” ფოტოსესიებს აწყობდა, კუბრატი კი დაძაბული ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა.
ამის მიუხედავად, ანდრეა მშვიდადაა, რადგან ეჭვი არ ეპარება კუბრატის ერთგულებაში და იმედოვნებს, რომ დაძაბული ორთაბრძოლის მერე ისევ “ერთ სულ და ერთ ხორც” იქნებიან და ამ ლამაზ რომანს მალე ქორწილით დააგვირგვინებენ.