ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური “ბარსელონას” ცენტრალურ მცველ კარლეს პუიოლს მტკივან მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს.
კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ხუთშაბათ საღამოს, ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში 34 წლის ფეხბურთელს ექიმებმა რომან კუგამ და რიკარდ პრუნამ ართროსკოპიული გაუკეთეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვადებში შეძლებს პუიოლი მოედანზე დაბრუნებას. ყველაფერი რეაბილიტაციის პროცესის მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული და ვადებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, კარლესი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ფრანგული პსჟ-ს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.