ფეხბურთი

21:59 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლს მორიგ ოპერაციას გაუკეთებენ

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანს, კარლეს პუიოლს კიდევ ერთი ოპერაცია ჭირდება, რომლის შემდეგაც, 35 წლის ფეხბურთელი 3-4 კვირით დაისვენებს.

ბოლო დროს ტრავმებით დატანჯულ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული. “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კაპიტანს ოპერაცია ოთხშაბათს ჩაუტარდება. კარგი ისაა, რომ სეზონი უკვე დასრულებულია და პუიოლს თამაშების გამოტოვება არ მოუწევს. იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონა” წინასასეზონო მზადებას 15 ივლისს იწყებს, შესაძლოა, პუიოლი გუნდს თავიდანვე შეუერთდეს.

0.104983