ფეხბურთი

22:32 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი: “წასვლა არ გადამიფიქრებია”

 

“ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი აცხადებს, რომ კატალონიელთათვის FIFA-ს მიერ ტრანსფერების აკრძალვის მიუხედავად, ის მშობლიური კლუბის დატოვებას მაინც აპირებს.

ცოტა ხნის წინათ, პუიოლმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის უმაღლეს დონეზე თამაშს ვეღარ ახერხებს და “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. მოგვიანებით, FIFA-მ კატალონიურ გუნდს ტრანსფერები აუკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსა” პუიოლის შემცვლელის დამატებას ვერ მოახერხებს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ პუიოლი წასვლას გადაიფიქრებდა, მაგრამ როგორც ირკვევა 36 წლის მცველს აზრი არ შეუცვლია.

“წასვლა არ გადამიფიქრებია. დარჩენით მოხარული ვიქნებოდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს მოვუხერხებ. ძველებურად ათამაშება ძალიან გამიჭირდება. კიდევ ერთ ასეთ წელს ვერ გადავიტან.

მომავალი? გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. სეზონის ბოლომდე უნდა დავიცადო.” – აცხადებს კარლეს პუიოლი.

0.112978