კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობები უარყო და განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს. ევროპული მედიასაშუალებები 35 წლის ესპანელის სახელს “მილანს” უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ეს ყველაფერი ჭორებია და მეტი არაფერი. ამ ინფორმაციებს სიმართლესთან კავშირი არ აქვს. ახლა, სწრაფად გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობ, რადგან შემდეგი სეზონისთვის 100%-ით მზად უნდა ვიყო”, - დაწერა ვეტერანმა კატალონიელმა თავის “ტვიტერზე”.
თავის მხრივ, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბი პუიოლის გადაბირებას ეცდება.