“ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც კატალონიურ კლუბს აკრიტიკებენ.
“ბარსელონას” კრიტიკა უსამართლობაა. ჩვენ ლა ლიგა მოვიგეთ და დაუჯერებელი სტატისტიკური მონაცემები დავაფიქსირეთ. ჩემს კარიერაში ბევრი სეზონი ყოფილა, როდესაც საერთოდ ვერაფერს ვიგებდით.
რაც გასულ სეზონში ცუდი მოხდა, მნიშვნელოვან მომენტებში ტრავმების მიღების ბრალი იყო. გვიჭირდა, როდესაც ლიონელ მესი ტრავმით თამაშობდა. ის ამ დაზიანებას ახლაც მკურნალობს. ლეო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რომელ გუნდს არ დაეტყობოდა მისი არყოფნა? “ბარსელონაში” ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ლეო თავდაჯერებას გვმატებს. როდესაც იცი, რომ ის მოედანზეა, საქმე სხვაგვარად მიდის.” – აცხადებს პუიოლი, რომელმაც გასულ სეზონში, ტრავმების გამო, მხოლოდ 22-ჯერ ითამაშა.