წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ნახევარმცველი ფილიპ კოკუ, მომდევნო სეზონიდან, პსვ-ს გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას Voetbal Internation-ი ავრცელებს.
პსჟ-ს ამჟამინდელ დამრიგებელს, დიკ ადვოკაატს ეინდჰოვენელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. კლუბიდან მისი წასვლის შემდეგ, პსვ-ს კოკუ ჩაიბარებს, რომელიც 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კოკუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად გავრელებას მომდევნო კვირში ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ 1995-98 და 2004-07 წლებში, კოკუ პსვ-ში თამაშობდა.