ფეხბურთი

15:21 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ დეფურზე ხელი ჩაიქნია

 

ჰოლანდიური პსვ-ს ხელმძღვანელები “პორტუს” შუახაზელის – სტივენ დეფურის შეძენას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჰოლანდიური მედიის ცნობით, ტრანსფერი ბელგიელის სატრანსფერო ფასმა ჩაშალა.

“დეფური მეტისმეტად ძვირი ღირს. “პორტუ” ისეთ თანხას ითხოვს, რისი გადახდაც პსვ-ს არ ძალუძს. სწორედ ამიტომ, სხვა ფეხბურთელებზე გადავერთვებით”, - განაცხადა პსვ-ს სპორტულმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა.

რამდენადაც ცნობილია, პორტუგალიელები დეფურს 9 მილიონ ევროდ აფასებენ.

0.114829