“პარი სენ ჟერმენი” გუნდის შვედ ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს სპორტული დირექტორის თანამდებობას სთავაზობს. ამ ინფორმაციას პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფი ავრცელებს.
“ზლატანს უკვე ვესაუბრე. მინდა, რომ ის, კარიერის დასრულების შემდეგ, პსჟ-ში დარჩეს.
თუ იბრა ჩვენს წინადადებას დასთანხმდება, ის მსოფლიოში საუკეთესო სპორტული დირექტორი იქნება. ზლატანს პატივს სცემენ. მის პროფესიონალიზმს ვაფასებ.” – აცხადებს ელ-ხელაიფი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 32 წლისაა. მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.