ფეხბურთი

15:09 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ვერატის გაუხანგრძლივებს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ახალგაზრდა ნახევარმცველ მარკო ვერატის ახალ კონტრაქტს სთავაზობს. მოგეხსენებათ, 20 წლის იტალიელით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, პარიზელებს კი, ფეხბურთელის დათმობა არ სურთ.

უახლოეს პერიოდში, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო ვერატის აგენტს შეხვდება და კონტრაქტის დეტალებს განიხილავს. სადღეისოდ, იტალიელის წლიური ანაზღაურება მხოლოდ 850 ათასი ევროა, ახალი კონტრაქტის ძალით კი, ნახევარმცველი 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ვერატიმ 27 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

თეგებიპსჟვერატი
0.122257