ფეხბურთი

19:43 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ვერატის არ გაყიდის

ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის აგენტი მიიჩნევს, რომ მისი კლიენტი ფრანგულ პსჟ-ს უახლოეს მომავალში არ დატოვებს.

“პსჟ ვერატის იანვარში არ გაყიდის. ამ ეტაპზე, ჩემი კლიენტი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და ის სამუშაო ადგილის შეცვლაზე არ ფიქრობს.

ვფიქრობ, ტრანსფერი არც მომდევნო ზაფხულში  განხორციელდება. პსჟ-ს თამაში, დიდწილად, ვერატის გარშემოა აგებული და პარიზელები ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვაზე არ ფიქრობენ.” – ციტირებს დი კამპლის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში, ვერატიმ პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მისი სამშობლოში შესაძლო დაბრუნების შესახებ ცნობების გავრცელება არ წყდება.

0.118792