ფეხბურთი

12:14 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ვენგერს შემდეგ კვირაში შეხვდება

 

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლონდონის “არსენალის” თავკაცის – არსენ ვენგერის ხილვა სურს. Le Parisien-ის ცნობით, პარიზელები “მეთოფეთა” დამრიგებელს შემდეგ კვირაში შეხვდებიან და პირადი კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრებენ.

თავდაპირველად, პსჟ ვენგერის მიწვევას 2014 წელს გეგმავდა. იმ დროისთვის, ფრანგს “არსენალთან” კონტრაქტი ამოწურული ექნებოდა. სადღეისოდ, მოვლენები დაჩქარებულია, რადგან პარიზელთა ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი კლუბის დატოვებას გეგმავს.

რამდენადაც ცნობილია, იტალიელმა სპეციალისტმა პსჟ-ს ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მადრიდის “რეალიდან” შემოთავაზების შემთხვევაში, სამწვრთნელო კარიერას ესპანეთში განაგრძობს.

0.10504