ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” მეკარე სალვატორე სირიგუს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ France Football-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პარიზელები სირიგუს კონტრაქტის 2 წელიწადით გახანგრძლივებას სთავაზობენ. თუკი მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, მეკარე პსჟ-ს ღირსებას 2017 წლამდე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ სირიგუ 2011 წელს, “პალერმოსგან” შეიძინა.