ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლონდონის “ტოტენჰემის” მესაჭე ანდრე ვილაშ-ბოაში სურს. The Telegraph-ის ცნობით, პარიზელებს პორტუგალიელის კონტრაქტის გამოსყიდვა სურთ და მზად არიან, ინგლისელ კოლეგებს 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ.
სადღეისოდ, ვილაშ-ბოაში შვებულებაშია და საფეხბურთო თემებზე საუბრისგან თავს იკავებს. შესაბამისად, ლონდონელთა თავკაცს არც პსჟ-ს წარმომადგენლებთან უსაუბრია.
შეგახსენებთ, რომ ვილაშ-ბოაში “ტოტენჰემში” 2012 წლის ივლისიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით, კლუბმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა.