ფეხბურთი

17:19 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ქულების დაკლება ემუქრება

 

საფრანგეთის ლიგა ერთის ლიდერსა და თითქმის გაჩემპიონებულ “პარი სენ ჟერმენს”, შესაძლოა, ქულები ჩამოაკლონ. ამის მიზეზი, შესაძლოა, პარიზელთა სპორტული დირექტორის, ლეონარდოს ქმედება გახდეს.

ლიგა ერთის გასულ ტურში, “ვალანსიენთან” გამართული შეხვედრის 43-ე წუთზე, აბირტრმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და პსჟ-ს კაპიტანი ტიაგუ სილვა მოედნიდან უმიზეზოდ გააგდო. როგორც ცნობილი გახდა, შესვენების დროს, ალექსანდრ კასტროს დერეფანში ლეონარდო დახვდა, რომელმაც არბიტრთან მომხდარის გარჩევის დროს, მას ხელიც ჰკრა.

მომხდართან დაკვაშირებით, კომენტარს თავად ლეონარდო აკეთებს: “ხელი არავისთვის მიკვრია! ნახეთ ვიდეოჩანაწერი, მაგრამ არა მხოლოდ ის, რასაც ჩანალ+ ავრცელებს. პსჟ-სა და “ვალანსიენს” შორის გამართული შეხვედრა კასტროსთვის მხოლოდ მე-10 იყო, რომელიც მან მიმდინარე სეზონში იმსაჯა. ამ არბიტრს უკვე 48 ყვითელი და 5 წითელი ბარათი დაუგროვდა. არ მესმის, რატომ ანდობენ ასეთ მსაჯს ასეთი მნიშვნელოვან მატჩს.”

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასჯელი ემუქრება როგორც ლეონარდოს, ასევე კლუბსაც. უკანასკნელის შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე ქულების ჩამოკლებამდეც მივიდა. თუ ასე მოხდა, არაა გამორიცხული, საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბოს.

თეგებიპსჟ
0.119735