ფეხბურთი

20:53 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მორიგი უარი "ბარსელონას"

 

კატალონიის "ბარსელონამ" "პარი სენ ჟერმენს", 20 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველის მარკინიოსის სანაცვლოდ 43 მილიონი შესთავაზა, თუმცა კვლავ უარი მიიღო. როგორც ჩანს, პარიზელებს სამხრეთ ამერიკელის შენარჩუნება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი.

ბოლო შეთავაზებამდე, ფრანგებს ესპანელებთან მაცდუნებელი წინადადება ჰქონდათ: 37 მილიონი ევრო და დანი ალვეში. აღნიშნული ტრანსფერი მაშინაც არ შედგა.  

გასულ სეზონში მარკინიოსმა პსჟ-ს მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ორჯერ სხვასაც გაატანინა.  

გიორგი ბალახაძე

თეგებიმარკინიოსი
0.116757