ფეხბურთი

13:42 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს გაიტანი სურს

ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველი ნიკოლას გაიტანი “პარი სენ-ჟერმენის” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ პორტუგალიური პრესა იუწყება.

როგორც ირკვევა, ინგლისელებმა პორტუგალიელებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს და უპირველესად, სატრანსფერო თანხის გარკვევა სურთ. ცნობილია, რომ გაიტანის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევროა, მაგრამ ლონდონელები არგენტინელის ხელში ჩაგდებას უფრო იაფად შეეცდებიან.

ცნობისათვის, პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, გაიტანმა 13 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

0.114396