“პარი სენ-ჟერმენი” “რომას” ნახევარმცველის – მირალემ პიანიჩის შეძენას ჯიუტად ცდილობს. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელები რომაელებს მორიგ მომხიბვლელ წინადადებას უმზადებენ.
ბოსნიელის სანაცვლოდ, პსჟ “რომას” ნახევარმცველ ხავიერ პასტორეს სთავაზობს. 2011 წელს პარიზელებმა არგენტინელში 42 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ სადღეისოდ, მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირებულია. თავის მხრივ, “რომას” პასტორეს გადაბირება დიდი ხანია სურს და არაა გამორიცხული, მაცდურ წინადადებას დათანხმდეს.
ცნობისათვის, პიანიჩს “რომასთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.