“პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობა ხავიერ პასტორეს იჯარით გაშვების წინააღმდეგი არაა. RMC-ს ცნობით, პარიზელები 24 წლის არგენტინელის თაობაზე წინადადებებს ელიან.
რამდენადაც ცნობილია, პასტორეს ხილვით “ლივერპული” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებულნი. გარდა ამისა, არ წყდება საუბარი არგენტინელის იტალიაში დაბრუნების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ პასტორე 2011 წელს, “პალერმოსგან” შეიძინა. ფრანგებს არგენტინელის ტრანსფერი 42 მილიონი ევრო დაუჯდათ.