ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელობა ლონდონის “ჩელსის” ესპანელ ნახევარმცველ ხუან მატას დიდი ყურადღებით აკვირდება.
ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, პარიზული კლუბი “არისტოკრატებს” 25 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილით ოფიციალურად ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიმართავს.
თავის მხრივ, მატას ინგლისურ კლუბში სათამაშო პრაქტიკის მხრივ გარკვეული პრობლემები აქვს და გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არც თავად უნდა იყოს. ამასთან, პარიზული კლუბი წარმატებულად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და შემადგენლობის გაძლიერების მიზნით რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება სურს, რათა შეინარჩუნოს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და ევროთასებზეც წარმატებული სვლა გააგრძელოს.