ფეხბურთი

16:26 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მალდინისთან ზლატანს გზავნის

 

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა თავის სამსახურში ლეგენდარული პაოლო მალდინის ჩაყენებას ჯიუტად ცდილობს. Football Italia-ს ცნობით, პარიზელები 45 წლის იტალიელთან მოსალაპარაკებლად “როსონერის” ყოფილ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს გზავნიან.

მალდინიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს ერთ წინადადებაზე უარი უკვე უთხრა, რადგან “მილანისგან” ელოდა შემოთავაზებას. რამდენადაც ცნობილია, პარიზელები იტალიელს აღმასრულებელი დირექტორის პოსტს სთავაზობენ.

პსჟ-ს მალდინის დაყოლიება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზადაა, იტალიელს კიდევ რამდენიმე წინადადებით მიმართოს.

0.139812