სულ მალე, ინგლისური “ნიუკასლის” ფრანგი მცველი იოან კაბაიე სამშობლოში დაბრუნება და “პარი სენ-ჟერმენის” მაისურს მოირგებს. L’Equipe-ს ცნობით, პარიზელები 27 წლის უკანახაზელთან პირადი კონტრაქტის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ.
ფრანგულის პრესის ინფორმაციით, კაბაიეს ყიდვა ლონდონის “არსენალსაც” სურს, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ფრანგი პსჟ-ში აღმოჩნდება. მხარეები ფორმალობებს აგვარებენ და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება.
კაბაიეს სატრანსფერო ღირებულება და პირადი კონტრაქტის დეტალები, უცნობია.