ფრანგული პსჟ-ის სპორტულ დირექტორად შესაძლოა პორტუგალიელი ლეგენდა ლუიშ ფიგუ დაინიშნოს, რომელიც მოცემულ მომენტში მილანის “ინტერის” ადმინისტრაციაში მუშაობს.
ყოველ შემთხვევაში, Le Parisien-ის ცნობით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამ თანამდებობის დაკავების კანდიდატთა სამეულში ლიდერის პოზიციაზეა.
ფიგუს შემდეგ კანდიდატად პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელი პედრუ პაულეტა სახელდება, მესამე პრეტენდენტის გვარი კი, არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ პარიზული გრანდის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ თანამდებობა სატრანსფერო ბაზრის დასრულებისთანავე დატოვა.