ფეხბურთი

13:15 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ დანი ალვესისთვის იბრძოლებს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენი” დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის – დანიელ ალვესის შეძენით ეცდება. ფრანგული მედიის ცნობით, 30 წლის ბრაზილიელი პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

დიდია ალბათობა იმისა, რომ პსჟ-ს მარჯვენაფლანგელმა კრისტოფ ჟალემ კლუბი ზაფხულში შეიცვალოს და ფრანგები ამ პოზიციის ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ. მათთვის პრიორიტეტული ალვესის კანდიდატურაა.

ჯერჯერობით, ალვესის შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები, უცნობია.

 

0.122521