ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” და ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” მადრიდის “რეალის” გარემარბის – ანხელ დი მარიას შეძენას ცდილობენ. ამის შესახებ Le Parisien-ი იუწყება.
ჯერჯერობით, თავად არგენტინელი “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგების სურვილს არ გამოთქვამს, მაგრამ თუკი “რეალი” გარეტ ბეილის ტრანსფერს გაჩარხავს, შესაძლოა, დი მარია გარემოს გამოცვლაზე სერიოზულად დაფიქრდეს.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, დი მარიამ 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლით გამოირჩა.