ფეხბურთი

14:23 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ბლანთან გაახანგრძლივებს

 

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლორან ბლანის მუშაობით კმაყოფილია და მის შეცვლას არ გეგმავს. მეტიც, უახლოეს პერიოდში, ფრანგი პარიზელებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

“ბლანი პსჟ-ში რჩება. მალე, მასთან კონტრაქტს გავახანგრძლივებთ”, - განუცხადა პსჟ-ს მფლობელმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ ფრანგულ პრესას.

შეგახსენებთ, რომ ბლანის დამოძღვრილმა პარიზელებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საგზური უკვე მოიპოვეს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონსაც პირველ ადგილზე დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065279
სარეკლამო ადგილი - 99
X x X