“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას გუნდის თავკაც ლორან ბლანთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ფრანგულის პრესის ცნობით, პარიზელებმა მთავარ მწვრთნელს 2+1 სისტემის კონტრაქტი შესთავაზეს.
ახალი ხელშეკრულების ძალით, ბლანის წლიური ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ ციფრები, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რომ ბლანი პსჟ-ს სათავეში ივნისში ჩაუდგა. სადღეისოდ, პარიზელებს 34 ქულა აქვთ და საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.