ფეხბურთი

15:21 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ არგენტინელებს “ინტერში” ისტუმრებს

დიდი ალბათობით, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელები – ესეკიელ ლავესი და ხავიერ პასტორე მილანის “ინტერის” მაისურს რამდენიმე კვირაში მოირგებენ. იტალიური პრესის ცნობით, “ნერაძურის” მფლობელი ერიკ ტოხირი პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ელ-ჰელაიფის შეხვდა და არგენტინელების თაობაზე მოურიგდა.

მილანელები ლავესის სატრანსფერო უფლებების შესაძენად მზად არიან. რაც შეეხება პასტორეს, “ინტერი” “პალერმოს” ყოფილ პლეიმეიკერს სეზონის ბოლომდე ინათხოვრებს და მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატეს უფლებას დაიტოვებს.

ჯერჯერობით, მხარეები ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.

 

0.115989